ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1185 - ტენდერი ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული დოკუმენტაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ნომინალური ძაბვა: 36000 ვოლტი;
  • ნომინალური დენი: არანაკლებ 1500 ამპერისა;
  • ნომინალური გამორთვის დენი: 25 KA;
  • სიხშირე: 50 Hz
  • ამძრავის ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი;
  • მართვის წრედების ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი
  • უნდა მოყვებოდეს აზოტის შესაშვებად საჭირო მოწყობილობა:
         - მაღალი წნევის შლანგი;
         - მანომეტრი;
         - ონკანი;
         - გადამყვანი;
  • ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტაცია;
  • მომწოდებლის მიერ მოწოდებული უნდა იქნას გარდამავალი წინაღობისა და კონტაქტების შეკვრის ერთდროულობის გამოცდის ოქმები.
  • რაოდენობა - 1 ცალი.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული პროდუქტის ღირებულება;
  • შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 18 მარტის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური სპეციფიკაცია - 30%; სამუშაოს შესრულების ვადები - 20%; გადახდის პირობები - 10%;
  • შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 21 მარტს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 577 62 62 40, საკონტაქტო პირი მალხაზ სამინავა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ