ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1194 - ტენდერი რბილი იატაკის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს რბილი იატაკის შესყიდვა/მომსახურებაზე;

საქონლის დასახელება:

  • რბილი იატაკი Rapid/Actionback - 1კვ.მ.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აღნიშნული პუქტების მიხედვით ბრონირებული ფირების ნიმუში; ფირების მიწოდება უნდა მოხდეს ბანკის სათაო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
  • გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გენადი აფციაურს:
    მობ: 595 599030
    ტელ: 2 444 444 (4121)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 7 მარტიდან – 2016 წლის 15 მარტის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • რბილი იატაკი უნდა იყოს ნაცრისფერი;
  • თანხის გადახდა შეკვეთის შესრულების შემდეგ;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ 1 კვ.მ. ფასი მიუთითოთ ლარში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=551&lang=geo