ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1195 - ტენდერი მცირე ზომის ლუქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მცირე ზომის ლუქების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

  • 1კგ. მცირე ზომის ლუქი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ყოველთვიური შეკვეთის რაოდენობა განისაზღვრება 500 კგ. ოდენობით. მოწოდება უნდა მოხდეს ყოველი თვის დასაწყისში 100-200 კგ. ოდენობით, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მოწოდება უნდა მოხდეს თვის განმავლობაში.
  • მცირე ზომის ლუქი უნდა იყოს დამზადებული ტყვიისგან. ნიმუშის ამსახველი სურათები იხილეთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 7 მარტიდან – 2016 წლის 14 მარტის ჩათვლით.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეკვეთილი საქონელის მოწოდების შემდეგ;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ ერთეულის (1კგ) ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 14 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=552&lang=geo