ნეოგაზი

ტენდერი ძალოვანი ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 17 მარტი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ძალოვანი ტრანსფორმატორების სარემონტო სამუშოების შესყიდვის თაობაზე.

სარემონტო ობიექტების ჩამონათვალი, ძალოვანი ტრანფორმატორებისა და სატრანსფორმატორო ზეთის ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

კომპანია ნეოგაზი იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (დემონტაჟის, ორმხრივი ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ჩათვლით);
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე v_maisuradze@giec.ge.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 17 მარტის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; საგარანტიო პირობები - 30%; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%.

შედეგები ცნობილი იქნება 2016 წლის 18 მარტს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ან/და 591 93 10 10. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი