ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1203 - აუქციონი მეორადი/ამორტიზირებული ავტომობილების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს აუქციონს მეორადი/ამორტიზირებული ავტომობილების გაყიდვაზე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • დანართი #1 ის მიხედვით სათითაოდ ყველა მანქანაზე შევსებული ფასები, საერთო ჯამის მითითებით (ბანკის მიერ მოწოდებული ფორმატის მიხედვით)

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი, დაკავშირებული ყველა სახის გადასახადებთან.

დამატებითი პირობები:

  • ბანკის მთავარი მოთხოვნაა, რომ აუქციონში მონაწილემ უნდა შეიძინოს ყველა მანქანა, არ განიხილება ლოტის დაშლა ცალკეულ ნაწილებად.
  • ადგილზე მანქანების სრულად დათვალიერება მოხდება მხოლოდ ერთხელ 17 მარტს 11:00 საათზე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 24 მარტი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი პირადი/კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (აუქციონი მეორადი ავტომობილების გაყიდვაზე).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
მიხეილ ტატიშვილი
ტელ: 599 42 18 50

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ