ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1205 - ადმინისტრაციული შენობის ფასადის დამუშავება და სამღებრო სამუშაოები

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადმინისტრაციული შენობის ფასადის დამუშავებასა და სამღებრო სამუშაოებზე.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

სამუშაოები განხორციელდება დამკვეთის მიერ მიწოდებული სახარჯი მასალებით.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14 შენობის დასათვალიერებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 17 მარტის 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ