ჩაბარების ვადა:

22 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1211 - ტენდერი შიდა და გარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. თანდართულ ფაილებს დაემატა პროექტი და სპეციფიკაციები. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, პროექტის - „მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში იწვევს სამშენებლო კომპანიებს შიდა და გარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

შენობის შიდა და გარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

შენობის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, თბილისის ქუჩა, მე-10 ჩიხი N5

დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს არქიტექტურული პროექტის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ–გვერდიდან. არქიტექტურული პროექტი ასახავს ზოგად ინფორმაციას ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 2016 წლის 16 მარტიდან შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 220 42 83 -110 (შიდა ნომერი).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;

ფასის განაცხადი:

  • შევსებული უწყისი – ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინტერესებული კომპანია წინასწარ დაათვალიერებს შენობა–ნაგებობას და მიმდინარე წლის 16 მარტიდან მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების შესახებ).
  • თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ანაზრაურება მოხდება სარემონტო სამუშაოების მიღაბა-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ სამუშაო დღეში. წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევში (კონტრატის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

სარემონტო სამუშაოების/მომსახურების გაწევის ვადები: 1 აპრილი - 31 მაისი, 2016 წელი
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც „სარემონტო სამუშაოები“, ისე კომპანიის სახელწოდება

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური და ფასის განაცხადი უნდა იქნას ცალ-ცალკე კონვერტით წარმოდგენილი (თითოეული კონვერტი უნდა იყოს ბეჭდით დალუქული); ფასის კონვერტში ხელმისწავდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიაც CD-ზე ჩაწერილი.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2016 წლის 22 მარტი, 17:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.