ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1212 - ინტერესთა გამოკითხვა შიდა პორტალის ვებ-დიზაინის დამზადებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 50000-მდე კლიენტურას საქართველოში.

გაცნობებთ, რომ სს მისო „კრისტალი“ აწარმოებს ინტერესეთა გამოხატვას ვებდიზაინის შემსრულებლის გამოსავლენად, რისთვისაც იწვევს დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობისათვის.

ინტერესის ობიექტი

  • ორგანიზაციის შიდა პორტალის და მასში არსებული მოდულების ვებ დიზაინი.

პრეტედენტის შეფასება და შერჩევა

კონკურსში მონაწილეობაზე დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები და პრეზენტაციები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად. რომელთა განხილვის შემდგომ ჩატარდება გასაუბრება დაწინაურებულ პრეტენდენტებთან და გამოვლინდება გამარჯვებული.

შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული ვადით;

ყველა პრეტენდენტ კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ (მითითებულ ელ.ფოსტაზე)

საბოლოო შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება:

  • გამოცდილება აღნიშნული მომსახურების სფეროში
  • სამუშაოს შესრულების ვადები
  • შესრულების ღირებულება

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტმა საჭიროა წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 1-ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი (დანართი 1 გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში).

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

საკონკურსო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2016 წლის 17 მარტი 18:00 საათი

დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ვებდიზაინთან დაკავშირებულ დეტალებზე: ზაზა ნონიკაშვილი--599 090936
შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით: ქვაჩაკიძე თეიმურაზ--577 40 15 85
დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იყოს: Email: admin@crystal.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ