ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1213 - ტენდერი მედიკამენტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ აცხადებს ტენდერს მედიკამენტების შესყიდვის მიზნით შემდგომი 12 თვის განმავლობაში და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

ტენდერის მოთხოვნები:

  • მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღრული პირობების შესაბამისად;
  • მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ადგილებზე:
    შ.პ.ს "ჯეო ჰოსპიტალს" -ის სამტრედიის, გურჯაანის,  მცხეთის, მარნეულის, საგარეჯოს, ბორჯომის, ბაღდათის, ზესტაფონის,  გარდაბნის,  დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო, ვანის სამედიცინო ცენტრი, შპს ,,ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო"; სართიჭალის, ველისციხის, კაჭრეთის, იორმუღანლოს ამბულატორია.
  • მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისათვის არ უნდა იყოს პრეპარატის სრული ვადის ნახევარზე ნაკლები.
  • ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მოწოდებული მედიკამენტის შესაბამისად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვით;
  • შემოთავაზებული მედიკამენტები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს;
  • პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება ორ ეტაბად: პირველ ეტაპზე განიხილება ფასები, ხარისხი და გამოვლინდება სავარაუდო გამარჯვებული, რომელსაც მეორე ეტაპისათვის შესაძლო მოეთხოვება სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა;
  • მედიკამეტების სპეციკაციაში (დანართი 1) პრეტენდენტმა უნდა შეავსოს მონიშნული ველები ერთეულის და ნუმერაციის მკაცრი დაცვით;
  • დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი მონაწილეობის თაობაზე , საკვალიფიკაციო მონაცემები (იხ. მუხლი 2) და მედიკამენტების სპეციფიკაცია (იხ. მუხლი 1.8) უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 21 მარტისა, 17:00 საათი შემდეგ მისამართზე:
    E-mail: tender@gh.ge; და ხელმოწერილი ფორმატი მისამართზე ქ.თბილისი, ვ.ფშაველას გამზ. 45, მე-5 სართული.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენტენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:

  • რეკვიზიტები (იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი,იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული მისამართი, ბანკის კოდი და ანგარიშსწორების ანგარიში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ;
  • ინსტრუქციის მკაცრი დაცვით მედიკამენტების შევსებული სპეციფიკაციის მაქსიმუმ ორი ვარიანტი (სხვადასხვა მწარმოებლის გათვალისწინებით), სადაც იქნება წარმოდგენილი ერთეულის ფასი ეროვნულ ვალუტაში, წარმოშობის ქვეყნა, მწარმოებელი;
  • ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობით ყველა გადასახადი;

დამატებითი პირობები:

  • ტენდერის მონაწილეს მოეთხოვება მიმდინარე სრული პროდუქციის პრეისკურანტის წარდგენა;
  • განაცხადში უნდა იყოს მითითებული შემდეგი საკითხები:
          - თუ იქნება გათვალისწინებული ფასდაკლება ბრუნვზე;
          - წინადადებაში მითითებული ფასის უცვლელობის პერიოდი და პირობა;
          - ვალდებულება იაფი ალტერნატივის შემოთავაზებაზე;
          - კონსიგნაციის ვადა;
          - კონსიგნაციის ვადის შემცირება თუ იმოქმედებს ფასზე.
  • სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდეტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;
  • საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე მედიკამენტების საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობისა და მედიკამენტების ხარისხის სერთიფიკატის წარდგენის საშუალება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 2505222 (8163) - ნინო ხარატიშვილი;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ