ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1221 - ტენდერი ქეითერინგის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე.

საქონლის/მომსახურების დასახელება:

  • ყავის და ჩაის შესვენება - ჩაი-ყავა და მსუბუქი საუზმეული
  • ლანჩი - სამხარი - მსუბუქი სადილი და არაალკოჰოლური სასმელი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები და ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მენიუს შესახებ, შესაძლოა მენიუს შემოთავაზება იყოს რამდენიმე ვარიანტი, შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული ყველა მენიუს შესაბამისი ფასი, ხოლო საიტზე სავალდებულოა შესაბამის გრაფებში ჩაიწეროს ყველაზე დაბალი ფასები პუნქტების მიხედვით;
  • დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს მოწოდების ვადებს;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 მარტიდან – 2016 წლის 24 მარტის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 24 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=557&lang=geo