ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1223 - ტენდერი საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და მაღაზიის ან ავტო სამრეცხაოების მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციის ჩაბარების განახლებული ვადაა 2016 წლის 25 მარტი.

ტენდერის აღწერილობა:

რომპეტროლ საქართველო აცხადებს ტენდერს ავტოგასამართ სადგურზე მდებარე საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და მაღაზიის ან ავტო სამრეცხაოების მოწყობის თაობაზე.

დანიშნულება:

შპს რომპეტროლ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს ავტოგასამართ სადგურებს (შემდგომში "აგს"). აღნიშნულ აგს-ებზე განთავსებულია ფართები, რომლებიც განკუთვნილია მაღაზიებისთვის (ძირითადად სურსათით ვაჭრობის მიზნით) და ავტო-სამრეცხაობისთვის. 

რომპეტროლი საქართველო წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გეგმავს აღნიშნული ფართების იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირებისთვის გადაცემას. 

ტენდერი მოიცავს ორ ეტაპს - პირველი - დოკუმენტაციის განხილვა, მეორე - ფასზე შეთანხმება. 

თანდართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო სახელმძღვანელო.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, მოკლე ანოტაცია მსგავს სფეროში არსებული გამოცდილების თაობაზე;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის ცნობა სასამართლოდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმე;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
  • მაღაზიების/სამრეცხაოების სავარაუდო დიზაინი (ესკიზი);
  • მინიმუმ ერთი რეკომენდაცია იდენტური მომსახურების მიმღებისგან;
  • პროექტი: რა საქმიანობას განახორციელებს პრეტენდენტი საიჯარო ფართზე და როგორ გეგმავს საქმიანობის განვითარებას;

შენიშვნა: წერილების/ცნობების გაცემის თარიღი არ უნდა იყოს 11.03.2016-ზე ადრე.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

წინამდებარე ტენდერის ფარგლებში ტენდერის მონაწილეები ვალდებულნი არიან სატენდერო განაცხადი წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება: “ავტოგასამართ სადგურზე მდებარე საიჯარო ფართების იჯარით გადაცემისა და მაღაზიის ან ავტო სამრეცხაოების მოწყობის თაობაზე”
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის დასახელება და სრული მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი
  • წარწერა: "კონფიდენციალურია"
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვათ თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, 0160, დ.გამრეკელის ქ.19

შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.03.2016, 15:00 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

რომპეტროლ საქართველო
საქართველო, ქ. თბილისი 0160,
დ. გამრეკელის ქ. # 19
შესყიდვებსი განყოფილება
ელენე ანგელოვა
ტელ: (+995) 591 51 19 93
ელ.მისამართი: elene.angelova@rompetrol.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ