ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1227 - ტენდერი უსაფრთხოების ლუქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს უსაფრთხოების ლუქების შესყიდვაზე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • შესყიდვის ობიექტის (ლუქის) ნიმუში;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
  • ლიცენზია/ნებართვა, სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილება მიიღონ მხოლოდ ერთ ლოტშიც;
  • საკონტაქტო პირის, პროექტის მენეჯერის საკონტაქტო მონაცემები;

დამატებითი პირობები:

  • ბანკის მიერ, საქონლის ღირებულების 100%-ის ანაზღაურება განხორციელდება საქონლის სრულად მოწოდებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2016 წ. 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი უსაფრთხოების ლუქების შეძენაზე)”.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე საქონლის შემსყიდველისადმი (თბილისის ტერიტორიაზე) მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები იხილეთ ფასების ცხრილში/ტექნიკურ პირობებში.

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ:
თამუნა მუჯირი - ტელ: 577 04 05 05; Tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ