ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1239 - ტენდერი სამედიცინო სახარჯე მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო სახარჯე მასალების შესყიდვის მიზნით შემდგომი 12 თვის განმავლობაში, და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

ტენდერის მოთხოვნები:

  1. 1.1 სახარჯე მასალების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღრული პირობების შესაბამისად;
  2. 1.2. სახარჯე მასალების მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ადგილებზე: 
    შ.პ.ს "ჯეო ჰოსპიტალს" -ის სამტრედიის, გურჯაანისმცხეთის, მარნეულის, საგარეჯოს, ბორჯომის, ბაღდათის, ზესტაფონის, გარდაბნის,დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო, ვანის სამედიცინო ცენტრი, შპს ,,ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო"; სართიჭალის, ველისციხის, კაჭრეთის, იორმუღანლოს ამბულატორია.
  3. 1.3. სახარჯე მასალის ვარგისიანობის ვადა (თუ ასეთი არის) მოწოდების მომენტისათვის არ უნდა იყოს პრეპარატის სრული ვადის ნახევარზე ნაკლები.
  4. 1.4. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მოწოდებული მედიკამენტის შესაბამისად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
  5. 1.5. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სახარჯე მასალების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის (თუ მოთხოვნილია) დაცვით;
  6. 1.6. შემოთავაზებული სახარჯე მასალები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს;
  7. 1.7. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება ორ ეტაბად: პირველ ეტაპზე განიხილება ფასები, ხარისხი და გამოვლინდება სავარაუდო გამარჯვებული, რომელსაც მეორე ეტაპისათვის შესაძლო მოეთხოვება სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა;
  8. 1.8 სახარჯე მასალების სპეციკაციაში (იხ. ბმული) პრეტენდენტმა უნდა შეავსოს მონიშნული ველი ერთეულის და ნუმერაციის მკაცრი დაცვით;
  9. 1.9. დაინეტერსებულმა პირებმა განაცხადი მონაწილეობის თაობაზე , საკვალიფიკაციო მონაცემები (იხ. მუხლი 2) და მედიკამენტების სპეციფიკაცია (იხ. მუხლი 1.8) უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 მარტისა, 17:00 საათი შემდეგ მისამართზე: E-mail: tender@gh.ge; და ხელმოწერილი ფორმატი მისამართზე ქ.თბილისი, ვ.ფშაველას გამზ. 45, მე-5 სართული.

 ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენტენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:

  • რეკვიზიტები (იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი,იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული მისამართი, ბანკის კოდი და ანგარიშსწორების ანგარიში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ;
  • შევსებული სპეციფიკაცია, სადაც იქნება წარმოდგენილი ერთეულის ფასი ეროვნულ ვალუტაში, წარმოშობის ქვეყნა, მწარმოებელი;
  • ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობით ყველა გადასახადი;

დამატებითი პირობები:

  • ტენდერის მონაწილეს მოეთხოვება მიმდინარე სრული პროდუქციის პრეისკურანტის წარდგენა;
  • განაცხადში უნდა იყოს მითითებული შემდეგი საკითხები:
         - თუ იქნება გათვალისწინებული ფასდაკლება ბრუნვზე;
         - წინადადებაში მითითებული ფასის უცვლელობის პერიოდი და პირობა;
         - ვალდებულება იაფი ალტერნატივის შემოთავაზებაზე;
         - კონსიგნაციის ვადა;
         - კონსიგნაციის ვადის შემცირება თუ იმოქმედებს ფასზე.
  • სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდეტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი;
  • საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე მედიკამენტების საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობისა და მედიკამენტების ხარისხის სერთიფიკატის ცარდგენის საშუალება;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 2505222 (8163) - ნინო ხარატიშვილი;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ