ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1243 - ტენდერი ბეჭდების, შტამპების, სათადარიგო ბალიშების, დამთარიღებლების, პლომბირატორისა და სხვა ხელსაწყოების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ბეჭდების, შტამპების, სათადარიგო ბალიშების, დამთარიღებლების, პლომბირატორის და სხვა ხელსაწყოების შესყიდვაზე/მომსახურებაზე.

პროდუქციის სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. 

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები და ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე.
  • მომწოდებლებმა დეტალურ შემოთავაზებაში აუცილებლად უნდა მიუთითონ ბეჭდების და შტამპების ფასები შესაბამისი ზომების ჭრილში;
  • მომწოდებლებმა შემოთავაზებაში დამატებით უნდა მიუთითონ ყველა ტიპის და ზომის ბეჭედი და შტამპი, ასევე დამთარიღებლები და სათადარიგო ბალიშები შესაბამისი ფასებით, რასაც ამზადებენ. ასევე უნდა მიეთითოს.
  • შემოთავაზება აუცილებელია გადმოიგზავნოს ექსელის ფაილში შემდეგ მეილზე : k.beroshvili@bog.ge , ხოლო საიტზე უნდა აიტვირთოს PDF-ის ვერსია.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 25 მარტის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით. 
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში. 
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულების ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში &ლდქუო;შეკითხვები შემსყიდველს
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=560&lang=geo