ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1244 - ტენდერი პასკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს პასკების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:
5000 ერთეული 400 გრ. პასკა სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში (სახელურით).

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს. (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები და ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად.
  • აუცილებელია შეფუთვა იყოს მუყაოს ყუთის;
         - უსაფრთხოდ ტრანსპორტირების მიზნით მზა შეფუთული პასკები უნდა მოთავსდეს დიდი ზომის მუყაოს ყუთში მომწოდებლის მიერ.
         - ყუთების ტრანსპორტირებას (რომელშიც მზა, შეფუთული პასკები იქნება მოთავსებული) უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია.
  • მომწოდებელი ვალდებულია პასკის ნიმუში შეფუთვით მოგვაწოდოს 25 მარტს, 12:00 საათზე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში თამარ კეკელიას სახელზე (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 25 მარტის ჩათვლით.
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ბანკს შეკვეთის პირველი ნაწილი (2000 ერთეული შეფუთვა) 2016 წლის 23 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ურეკის ქუჩა #2 , ხოლო მეორე ნაწილი (3000 ერთეული შეფუთვა) 2016 წლის 25 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ურეკის ქუჩა #2.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=562&lang=geo