ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1251 - ფასთა გამოკითხვა საწვავის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს „ფრანს ავტო“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას საწვავის შესყიდვაზე.

მომსახურების სახე: ბენზინის და დიზელის შეძენა

შესყიდვის სავარაუდო პერიოდი: 12 თვის განმავლობაში

სავარაუდო წლიური რაოდენობა:

  • ბენზინი - 5000 ლიტრი
  • დიზელი - 300 ლიტრი
ბენზინი დიზელი
პრემიუმი ევრო დიზელი
4800 – 5000 ლიტრი 200 – 300 ლიტრი

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ფილიალების ქსელი თბილისსა და რეგიონებში. ინფორმაცია ავტოგასამართი სადგურების შესახებ (რაოდენობა, გეოგრაფიული განაწილება).
  • საწვავის ელექტრონულად შესყიდვა.
  • გადახდის პირობა - წინასწარ ავანსად თვეში ერთხელ.
  • საწვავის მოწოდება უნდა მოხდეს საბარათე სისტემის საშუალებით (ბარათების დამზადება უნდა მოხდეს უფასოდ).
  • საწვავის გაცემა-მართვა: ყველა საბარათე მომსახურება უნდა იყოს პროგრამულად აღწერილი.
  • პროგრამა, რომელსაც ექნება რეპორტინგის სისტემა (ნებისმიერი შესრულებული ოპერაციის). შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ 2 წლის მონაცემების ისტორიის არსებობა. პროგრამის საშუალებით ამა თუ იმ ბარათის დაბლოკვა ბარათის დაკარგვის ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისას. ასევე, ბარათიდან საწვავის ბაზაში დაბრუნება.
  • პლასტიკურ ბარათებზე უნდა იყოს დატანილი განყოფილების დასახელება. დამატებითი ინფორმაცია პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით იხილეთ თანდართულ ფაილში.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
  • ფასთა ნუსხა (დღგ–ს ჩათვლით)
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა თბილისში;
  • ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა და მდებარეობა რეგიონებში;

გთხოვთ ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებები ელ.ფოსტაზე:  vaja.sepashvili@renault.ge არაუგვიანეს 31.03.2016

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს.