ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1260 - ტენდერი ფულის სათვლელი და შესაფუთი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი და შესაფუთი აპარატების შესყიდვაზე

1. ბანკნოტების სათვლელი მანქანა - 48 ცალი

მოთხოვნები:

  • თვლის სიჩქარე მინიმუმ 700 ბნ/წთ;
  • ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 3 (ჩასატვირთი, ნამდვილი, საეჭვო);
  • ჩასატვირთი ჯიბის ტევადობა - მინიმუმ 300 ბანკნოტი, ნამდვილი ჯიბის - მინიმუმ 200 ბანკნოტი, საეჭვო ჯიბის - მინიმუმ 50 ბანკნოტი;
  • სენსორულმა სისტემამ უნდა შეამოწმოს ბანკნოტის ნომინალი, ზომები, სისქე, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და მაგნიტური დამცავი ნიშნები;
  • სერიული ნომრის წაკითხვა და შედარება;
  • შერეული ბანკნოტების დათვლა მთლიანი თანხის გამოყვანით, ასევე ცალ-ცალკე დახარისხება, ნომინალის, ემისიის და ორიენტაციის მიხედვით;
  • გარე ეკრანისა და პრინტერის მიერთების საშუალება;
  • კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი + –10%. სიხშირე 50 ჰერცი + – 5%.

გარანტიები:

  • საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა; 
  • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
  • მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
  • 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.

2. მონეტების სათვლელი მანქანა – 51 ცალი

მოთხოვნები:

  • თვლის სიჩქარე მინიმუმ 1800 მონ/წთ;
  • მიმწოდებელი მოწყობილობა უნდა იტევდეს მინიმუმ 1000 მონეტას;
  • მიმღები მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ნამდვილი და საეჭვო კატეგორიის ჯიბეებისაგან;
  • თვლა უნდა ხორციელდებოდეს ერთი ნომინალის არჩევით მექანიკური გადასართავების მეშვეობით;
  • თვლის ელექტრონული სისტემა არანაკლებ 6 თანრიგიანი ინდიკატორით;
  • წინასწარ დაპროგრამებულ რაოდენობაზე ავტომატური გაჩერება;
  • კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%.

გარანტიები:

  • საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
  • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
  • მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
  • 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.

3. ვაკუუმით შესაფუთი მოწყობილობა - 9 ცალი

მოთხოვნები:

  • შეფუთვის სიჩქარე 3-4 ცელოფნის შეკვრა წუთში;
  • ერთდროულად ორი, ერთმანეთის გვერდით განთავსებული ცელოფნის პაკეტის შეფუთვის შესაძლებლობა;
  • შესაფუთი პაკეტის შედუღებულ შოვზე წარწერის დატანა;
  • შედუღების დროისა და ვაკუუმის დონის რეგულირება;
  • კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%. 

გარანტიები:

  • საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
  • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
  • მოწყობილობების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
  • 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.

4. PW 8030150 ტიპის ნეკნების შესაფუთი ცელოფნით დაფენილი ქაღალდის ლენტის რულონი - 4500 ცალი

მოთხოვნები:

  • სიგანე– 30 მმ;
  • შიდა დიამეტრი – 50 მმ;
  • სიგრძე – 150 მეტრი;
  • სისქე – 80 მიკრონი.

გარანტიები:

  •  წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს. 
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Wordის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები და ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.(მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, ფულის სათვლელი და შესაფუთი აპარატების შესყიდვის ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით: პუნქტი #1 - მიეთითება ბანკომატების სათვლელი მანქანის ღირებულება. პუნქტი #2 - მონეტების სათვლელ მანქანაზე შემოთავაზებული ღირებულება და ა.შ.
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს" 
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულების დღეს (14:00 საათიდან).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 მარტი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=568&lang=geo