ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1261 - ტენდერი ღია ტიპის საწყობის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: ნომრით #-EF-GE/231

დანიშნულება: ღია ტიპის საწყობის მშენებლობა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: 

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • გადახდის პირობები: სამუშაოს დასრულებიდან და მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 90 დღეში;
  • საწყობის ტერიტორია - 720 კვ.მ.;
  • სამუშაოები მოიცავს: ბეტონის იატაკის დაგებას და გადახურვას;
  • შემოთავაზებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და გაშიფრული ყოველი სამუშაოს თუ მასალის ღირებულება.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 25.03.2016 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 08.04.2016 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაოოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ