ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1262 - ტენდერი კომპიუტერული საკაბელო ქსელის ინსტალაციაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მონაწილე კომპანიის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 40000 ლარს.

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს კომპიუტერული საკაბელო ქსელის ინსტალაციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ (რეკომენდაცია);
  • კომპანიის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 40000 ლარს;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

დამატებითი პირობები:

  • გამოყენებული სამონტაჟო მასალების სრული ჩამონათვალი და მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გასათვალისწინებელი პირობები:

  • ქსელის მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ- მუყაოს კედლის მიღმა, იატაკში გაყვანილი კაბელები უნდა მოთავსდეს გორფრირებული მილების გამოყენებით.

გამოყენებული მასალებისა და ელემენტების მოკლე სპეციფიკაცია:

  • Communication Rack
  • Cat5e UTP solid cable
  • Outlet JACKS FOR 2 PORT RJ45 UTP CAT5e
  • Wall Mount Box double Keystone jack RJ45
  • UTP CAT5 პაჩპანელი
  • გოფრირებული მილი

თანხის გადახდა მოხდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 4 აპრილი, 2016 წ. 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი კომპიუტერული ქსელის ინსტალაციაზე)”.

შესასრულებელი ობიექტების პროექტები იხილეთ თანდართულ ფაილებში.

შესყიდვის ობიექტის მისამართი:

  • ქ. ქუთაისი - წერეთლის გამზირი 163-165

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ