ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1266 - ტენდერი სამხრე ვიდეოჩამწერი მოწყობილობების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სამხრე ტიპის ვიდეოჩამწერი მოწყობილობების შესყიდვა/მომსახურებაზე.

საქონლის დასახელება: 

# საქონლის დასახელება/აღწერა რაოდენობა
1 სამხრე კამერა 20
2 დასამუხტი და სხვა საჭირო აქსესუარები 20

ტექნიკური მოთხოვნები:

  • შიდა მეხისერება მინიმუმ 32GB
  • აკუმულიატორის ხანგრძლივობა უწყვეტი გადაღების რეჟიმის პირობებში 9 საათი;
  • ავტომატურ რეჟიმში მომუშავე ინფრაწითელი ღამის ნათება;
  • წყალგამძლე კორპუსი, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის (IP66-IP67)
  • ჩამწერი მოწყობილობიდან შეუძლებელი უნდა იყოს ლოკალურად ვიდეოჩანაწერების წაშლა;
  • მოწყობილობასთან დაკავშირება მხოლოდ სპეციალური პროგრამის საშუალებით უნდა ხდებოდეს, რომელიც არ იქნება ზედ მოთავსებული;
  • ქსელური მოდული(WiFi, 4G) რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დისტანციურად დაკავშირება
  • წონა არაუმეტეს 300 გრამი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს. 
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Wordის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები და ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
  • მოწოდების ვადები: 1 თვე
  • გარანტია: მინ. 1 წელი

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 28 მარტიდან 2016 წლის 4 აპრილის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 4 აპრილი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=569&lang=geo