ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1267 - ტენდერი საინკასაციო ჩანთების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საინკასაციაო ჩანთების შესყიდვაზე;

საქონლის დასახელება: 

# საქონლის დასახელება/აღწერა რაოდენობა
1

საინკასაციო ჩანთა ბანკომატის კასეტებისთვის

სპეციფიკაციები:

  • სიგრძე: 62,5 სმ 
  • სიგანე: 27,5 სმ
  • სიმაღლე: 48სმ
  • წინა მხარეს გამჭვირვალე ჯიბით საბუთის ჩასადებად. ჯიბის ზომა 14X22სმ 
  • ორი სახელური 
  • ჩანთის შესაკრავი ლითონის ელვა, 2 მარყუჟით(შესაკრავით) 
  • ორმაგი ძირით
  • ჩანთის გვერდები რბილი(ღრუბელის შიგთავსით)
200 ცალი 

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს. 
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Wordის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები და ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
  • მოწოდების ვადები:ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 სამუშაო დღე
  • გარანტია: 12 თვე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 28 მარტიდან 2016 წლის 4 აპრილის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 4 აპრილი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=570&lang=geo