ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1272 - ტენდერი მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ტენდერს  მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე

თანდართულ  ფაილებში  შეგიძლიათ  იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი
  • ლოტების ჩამონათვალი

პირობები:

  • საქონლის მდგომარეობა - მეორადი, ნაწილი მუშა მდგომარეობაში, ნაწილი დაზიანებული;
  • მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება სს ”პროკრედიტ ბანკის” საწყობიდან მის: ქ. თბილისი ა. ისაკიანის ჩიხი N3; ქ. თბილისი გაგრის N 2 – 13.04.2016 მდე;
  • აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე სს ”პროკრედიტ ბანკის” საწყობში მის. ქ. თბილისი ა.ისაკიანის ჩიხი N 3; გაგრის N2;
  • საქონელი იყიდება ლოტებად -შეგიძლია შემოგვთავაზოთ თანხა ერთ ლოტზე ან რამდენიმეზე ერთდროულად.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (პირადობის მოწმობის ასლი ფიზიკური პირის შემთხვევაში);
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (შესყიდვების ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
    სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ.ყაზბეგის N21 და განათავსეთ ბანკის რეცეფციაში არსებულ სატენდერო ყუთში;

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 4 აპრილი, 2016 წ. (18:00 საათამდე).

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

თამარ ყარმაზანაშვილი
სათავო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1613)
E-mail: t.karmazanashvili@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, 
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ