ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1273 - ტენდერი სველი წერტილების ავეჯის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს სველი წერტილების (სამზარეულო/საპირფარეშო) ავეჯის შესყიდვა/მომსახურებაზე.

დასახელება: 

# საქონლის დასახელება/აღწერა რაოდენობა
1 კარადის მასალა (MDF) 1კვმ.
2 კარადის მასალა შეღებილი (MDF) 1კვმ.
3 კარების მასალა (Akrlili) 1კვმ.
4 ზედაპირის მასალა (Compact Laminate) 1კვმ.
5 ზედაპირის მასალა (Corian) 1კვმ.
6 ნიჟარა (Franke) 1 ც.
7 ონკანი (Franke) 1 ც.
8 ხელსაბანის მონტაჟი  
9 მექანიზმები (ტელესკოპური, ამორტიზატორებზე)  

დამატებითი მოთხოვნები:
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს;
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Wordის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3.კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • მოწოდების ვადები: 1 კვირა
  • გარანტია: 1 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტატო მირგატიას - 599 100833 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 29 მარტიდან 2016 წლის 5 აპრილის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება (3 ობიექტზე ცალცალკე);
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 აპრილი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=572&lang=geo