ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1277 - ტენდერი გურჯაანში ახალი ფილიალის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 45000-მდე კლიენტურას საქართველოში.

გაცნობებთ რომ სს მისო „კრისტალი“ აცხადებს ტენდერს გურჯაანში ახალი ფილიალის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოების შესახებ, რისთვისაც იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისათვის.

შესყიდვის ობიექტი

  • სარეკონსტრუქციო -სარემონტო სამუშაოები დანართების მიხედვით.

ანგარიშსწორების პირობა

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შეთანხმების მიხედვით ავანსის გადახდის გზით, ან საქონლის/მომსახურების მოწოდების შემდეგ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმვლობაში.

პრეტედენტის შეფასება და შერჩევა

სატენდერო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ დახურული პაკეტის მეშევეობით.

სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული ვადით;

ყველა პრეტენდენტ კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება ტენდერის საბოლოო შედეგების შესახებ (მითითებულ ელ.ფოსტაზე)

შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • გამოცდილება აღნიშნული მომსახურების სფეროში
  • ფასი
  • მიწოდებული მომსახურების ხარისხი
  • სამუშაოების შესრულების ვადები

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტმა საჭიროა სისტემაში წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 2 -ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი მისამართზე: ქ.ქუთაისი, ნიკეას #22, მიმდინარე წლის 5 აპრილის 18 საათამდე. მიმღები პირი : ემილია ფიოდოროვა.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო პროცედურების დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი:
ონისე კოკელაძე
Mob: 593 19 53 19
Email: o.kokeladze@crystal.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ