ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1280 - ტენდერი მრავალპროფილური კლინიკისათვის კარებისა და ვიტრაჟის დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს მრავალპროფილური კლინიკისათვის კარებისა და ვიტრაჟის დამზადება/მონტაჟის შესრულებისათვის
პირის შერჩევის მიზნით.

ავერსის კლინიკა აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის კარებისა და ვიტრაჟის დამზადებასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მიზნით:

  • გასაწევი კარი, მექანიკური 10 მმ. ნაწრთობი მინით, სლაიდ მექანიზმებითა და აქსესუარებით, რაოდენობა 3 ც;
  • 10 მმ. ნაწრთობი მინის გამჭირვალე კარი, აქსესუარებით, ქამასით, თვითმკეტი კარის მბრუნავი მეზანიზმით, რაოდენობა 1 ცალი;
  • ყრუ ვიტრაჟი ალუმინის ჩარჩოში, 10 მმ. ნაწრთობი მინით, რაოდენობა 2 ცალი;
  • ერთფრთიანი კარი, ალუმინის ჩარჩოთი, 6მმ. მთლიანი დაბურული მინითა და აქსესუარებით, რაოდენობა 1 ცალი;
  • ორფრთიანი, ნაწრთობი მინის კარი, ალუმინის ჩარჩოთი, მექანიკური ორმხრივგაღებადი ანჯამით (პეტლებით), რაოდენობა 2 ცალი.
შენიშვნა: პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება, სატენდერო განცხადებაში მითითებულ ყველა ან რამოდენიმე პოზიციაზე. 

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის: 

  • სპეციფიკაცია – დანართი No1;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი – დანართი No2;
  • აფიდავიტი – დანართი No3;

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge– ს საშუალებით (ტენდერის ნომერი : 45568) 2016 წლის 12 აპრილს, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია;
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • გადახდის პირობა;
  • საგარანტიო ვადა მასალასა და შესრულებულ სამუშაოებზე;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;

 წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: 

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • დამკვეთი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 დამკვეთის მიერ გაცემული);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების/მომსახურების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით. 

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა შევსებული დანართი #1, აფიდავიტი, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ მონაცემები; გადახდის პირობა, საგარანტიო და სამუშაოების შესრულების ვადისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

დამკვეთის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს[1].
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 2 კვირითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

გიორგი ფაციაშვილი
„ავერსის კლინიკა“, სამეურნეო სამსახურის უფროსი 
ტელ: 577274744
ელ.ფოსტა: giorgi.patsiashvili@aversi.ge

მარიამ გამხიტაშვილი
„ავერსის კლინიკა“–ს იურისტი
ტელ: 558 10 13 30
ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ