ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1289 - ტენდერი პოლო მაისურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: ნომრით #-EF-GE/232

დანიშნულება: 304 ცალი პოლო მაისურების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: 

  • ლოგო;
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას შეკვეთის დადასტურებიდან 2 კვირის განმავლობაში;
  • სავალდებულოა ნიმუშების მოტანა შემოთავაზებასთან ერთად;
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 დღე;
  • ზომები და რაოდენობები:
    S 24
    M 84
    L 74
    XL 74
    2XL 34
    3XL 10
    4XL 4
    ჯამი 304
  • შემოთავაზებაში უნდა იყოს მითითებული ქსოვილის შემადგენლობა და საქონლის წარმოშობა;
  • ფასები უნდა შეიცავდეს ბრენდირებას, გულზე ნატახტრის ლოგოს ამოქარგვით;
  • ფერი - მუქი ლურჯი (navy)

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 06.04.2016 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 15.04.2016 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ