ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1291 - ტენდერი ენერგობლოკი N3-ის ძალოვანი ტრანსფორმატორი 3Т-ს В ფაზის 220კვ-ის შემყვანის სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ენერგობლოკი N3-ის ძალოვანი ტრანსფორმატორი 3Т-ს В ფაზის 220კვ-ის შემყვანის სარემონტო სამუშაოებზე

ძალოვანი ტრანსფორმატორისა და სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ დაახლოებითი სამუშაო მოცულობები, ძალოვანი ტრანფორმატორისა და სატრანსფორმატორო ზეთის ლაბორატორიული გამოცდის ოქმები.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე v_maisuradze@giec.ge.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; საგარანტიო პირობები - 30%; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%.

შედეგები ცნობილი იქნება 2016 წლის 18 აპრილს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტენიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 50 37 35, საკონტაქტო პირი - კახა უნგიაძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ან/და 591 93 10 10. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ