ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1296 - ტენდერი ბელაზი-ს თვითმცლელისთვის საბურავების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაკორექტირდა საბურავის ტიპი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს “გლობალ ტრანსი” აცხადებს ტენდერს ბელაზი-ს თვითმცლელისთვის საბურავების შესყიდვაზე

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • საბურავის ტიპი - BEL 21.00-33 BF166A pr32
  • რაოდენობა - 4 ცალი;
  • წინადადებები მიიღება როგორც ახალ ისე მეორად საბურავებზე. (მეორადი პროდუქტის შემოთავაზების შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს პროტექტორის ცვეთა პროცენტში. არაუმეტეს 50%);

საბურავების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, თეთრი წყაროს რაიონი, სოფელი დურნუკი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქტის წარმომავლობის შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • პროდუქციის ღირებულება, მიწოდების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; გადახდის პირობა - 30%; მიწოდების ვადა - 30 %.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 1. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 20 37 77. საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგაძე; 2. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. სატენდერო წინადადების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ