ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1308 - ტენდერი ინგლისური ენის სასწავლო კურსის ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტი კაუკასუსი“ იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას და გადასახადების გადამხდელად დარეგისტრირებულ კერძო პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად: ინგლისური ენის საწავლო კურსის ჩატარება ორგანიზაციაში დასაქმებული  თანამშრომელებისთვის. 

ზოგადი ინფორმაცია 

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის შემდეგი საფეხურების სასწავლო კურსის ჩატარება: Elementary, Pre – Intermediate, Intermediate, Upper Intermediate და Advanced.

მომწოდებელს უნდა შეეძლოს ინგლისური ენის კურსების ჩატარება კომპანიის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი, ლორთქიფანიძის ქუჩა 4
  • კასპი, ფარნავაზის ქ.2
  • რუსთავი, მშენებელთა ქ. 70

სწავლება შეიძლება ჩატარდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში. ჯგუფში წევრთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება 5 პიროვნება.

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თანამშრომლის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩატარება, ტესტირების შედეგების საფუძველზე შეიმუშავოს შესაბამისი პროგრამა და პროგრამის დასრულების შემდეგ ჩაატაროს ტესტი მიღწეული პროგრესის შესამოწმებლად. 

სატენდერო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (დოკუმენტაციის ელექტრონლად მოწოდების შემთხვევაში ინფორმაციო უნდა გამოგზავნოთ  PDF ან Word  ფორმატში):

  • სასწავლო კურსის შინაარსი; თითოეულ საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობა (საათებში); სწავლების მეთოდი; გამოყენებული სახელმძღვანელოები და სხვა დამატებითი მასალები
  • გაკვეთილის სტრუქტურა და მოკლე აღწერა
  • პედაგოგების გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების სფეროში- რეზიუმე;
  • დამკვეთი კომპანიების სია ბოლო სამი წლის მანძილზე და სარეკომენდაციო წერილები
  • ჰაიდელბერგცემენტის ოფისების ჩამონათვალი, სადაც მომწოდებელს შეეძლება აღნიშნული მომსახურების გაწევა
  • მომსახურების ფასები
         − ფასები მითითებული უნდა იყოს ლარში ყოველ ჩატარებულ საათზე
         − მითითებული უნდა იყოს მომწოდებლის და დამკვეთის ოფისში ჩატარებული საათის ღირებულება
         − ფასები ჩატარებულ საათზე მითითებული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ჰაიდელბერგცემენტის ოფისების მითითებით
         − წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 აპრილიდან - 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/ფიზიკურ პირთან გაფორმდება 12-თვიანი ხელშეკრულება.

დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წარადგინონ ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისში, მისამართი: თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 4 ან გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 28 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელეფონი:  +995 32 474747 (შიდა ნომ.: 121)