ჩაბარების ვადა:

25 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1309 - ტენდერი სხვადასხვა სახის პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • მოთხოვნის შემთხვევაში არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა წარმოადგინონ მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 25 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები  მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის    დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი   სხვადასხვა სახის პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე).

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე საქონლის შემსყიდველისადმი (თბილისის ტერიტორიაზე) მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

  • შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები იხილეთ ფასების ცხრილში.

დამატებითი პირობები:

  • ბანკის მიერ, საქონლის ღირებულების 100%-ის ანაზღაურება განხორციელდება საქონლის  მოწოდებიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან  5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, თვეში ერთხელ სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“.
  • ნიმუშის ნახვა შესაძლებელია . 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

რუსუდან ქლიბაძე
ტელ: 595 007 301
ელ-ფოსტა: rusudan.klibadze@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ