ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1323 - ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე, თანდართული ტექნიკური პირობების (დანართის პუნქტი 7; საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები) შესაბამისად.

საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები

გრამაჟი (გრ/მ2) - არანაკლებ 75გრ;
სითეთრე (CIE) Wcbg (ულტრაიისფერი სხივების გათვალისწიებით) - არანაკლებ 142%;
გაუმჭირვალობა - არანაკლებ 92%;
სიკაშკაშე – არანაკლებ 88%;
შეკვრაში ფურცლების რაოდენობა - 500;
ფორმატი - ა4;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით(დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 3 მაისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული,

თამუნა მუჯირი
მობ: 577040505,      
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ