ჩაბარების ვადა:

29 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1332 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურისთვის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს დაგეგმილი ავტო გაზგასამართი სადგურისთვის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გულუას გამზირი N22.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ სამუშაოების ჩამონათვალი და შენობის პროექტი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • სამუშაოების ღირებულება შემრულებლის მასალით;
  • სამუშაოების ღირებულება დამკვეთის მასალით;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 29 აპრილის 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 595 46 48 08; საკონტაქტო პირი ოთარ გოცირიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ