ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1343 - ტენდერი ქალაქური ტიპის კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. თანდართულ ფაილებს დაემატა "ტექნიკური პირობა" და "პროექტი". გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ქალაქური ტიპის კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გულუას გამზირი N22, შპს ნეოგაზი-ს მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგური.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ და ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების ფასი ყოველგვარი მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 10 მაისის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ხარისხი და საგარანტიო პირობები - 20% მიწოდების ვადა - 20 %; გადახდის პირობა - 10%; ანალოგიური გამოცდილება - 10%.
  • შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 11 მაისს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 595 33 44 24 - საკონტაქტო პირი ლევან ლაბაძე; 551 11 22 22 - საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ