ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1348 - ტენდერი სხვადასხვა ზომის კონვეიერის გორგოლაჭის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ზომის კონვეიერის გორგოლაჭის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • გორგოლაჭები უნდა იყოს მეტალის;
  • გორგოლაჭები უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენების (ექვემდებარებოდეს შეკეთებას);

დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ კონვეიერის ზომები, შესაბამისი რაოდენობები და მიწოდების პირობა.

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში ან/და სერთიფიკატები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით); 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ხარისხი - 30%; მიწოდების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 595 70 40 81, საკონტაქტო პირი ვასილ კობაიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე. 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ