ჩაბარების ვადა:

12 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1349 - ფასთა გამოკითხვა ცეცხლმაქრების გადამუხტვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ცეცხლმაქრების გადამუხტვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
  • გადამუხტვა განხორციელდება ეტაპობრივად;
  • გადასამუხტი ცეცხლმაქრების ორმხრივი ტრანსპორტირება განხორციელდება დამკვეთის მიერ.
  • გადახდის პირობა - შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ.

ცეცხლმაქრების ტიპები და შესაბამისი რაოდენობები გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ცეცხლმაქრების გადამუხტვის განფასება;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 12 მაისის 17:00 სთ-მდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 70%; ანალოგიური გამოცდილება - 30%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 591 93 10 10, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ