ჩაბარების ვადა:

16 მაისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1355 - ტენდერი პუბლიკაციების ბეჭდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული თანდართული დოკუმენტი "დანართი 1".

კონკურსის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

GIZ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გეგმავს GIZ მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციების (იხ. დანართი 1) ბეჭდური ფორმით გამოცემის უფლება უსასყიდლო ლიცენზიით გადასცეს მესამე პირს/პირებს. ორგანიზაციის მიზანია ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს პუბლიკაციების უფრო დიდი ტირაჟით გამოცემას და ფართო გავრცელებას.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:

  • დანართში მითითებულ რომელ პუბლიკაციებზე (ლოტზე) სურთ ლიცენზიის მიღება (შეგიძლიათ განცხადება წარმოადგინოთ ერთ, რამდენიმე ან ყველა პუბლიკაციაზე);
  • ერთი წიგნის გასაყიდი ფასი ეროვნულ ვალუტაში (ლოტების შესაბამისად);
  • შესაბამისი ბეჭდვის გამოცდილება (მსგავსი დაბეჭდილი პუბლიკაციების სია) და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სახით აპირებს პუბლიკაციების გავრცელება/გაყიდვას (მაგ. ინფორმაცია წიგნების მაღაზიების შესახებ და ა.შ.);
  • ქაღალდის, ბეჭდვის და აკინძვის ნიმუში (თან დაურთეთ წარმოდგენილ განაცხადს კონვერტში);
  • პირის/ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი (იურიდიული პირის შემთხვევაში დაურთეთ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი);
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

მიღებული შემოთავაზებებიდან უპირატესობა მიენიჭება იმ შემოთავაზებას, რომლის მიხედვითაც დადგენილი იქნება ყველაზე დაბალი სარეალიზაციო ფასი მაღალ ხარისხსა და ტირაჟთან ერთად. ფასის, ხარისხისა და ტირაჟის მიხედვით შეფასებისას აღნიშულ კრიტერიუმებს მიენიჭება შესაბამისად 60, 30 და 10 ქულიანი კოეფიციენტი. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ხარისხი ან ფასი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, GIZ იტოვებს უფლებას, არ გასცეს ლიცენზია.

დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ლოტების მიხედვით (ერთ ან რამდენიმე პუბლიკაციაზე) 2016 წლის 16 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0108, გრიბოედოვის ქ. 31, მესამე სართული.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
თორნიკე დარჯანია
ტელ: 593199338
ელ.ფოსტა: Tornike.darjania@giz.de

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დახურული კონვერტით და მასზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : კონკურსი პუბლიკაციების ბეჭდვის უფლებაზე
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

გთხოვთ კონვერტზე აგრეთვე მიუთითოთ მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს

რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 14.2203.9-004.00

შემოთავაზებების ჩაბარება მოხდება ზემოხსენებულ მისამართზე.

საორგანიზაციო საკითხებზე კითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
ტელ. ნომერი 995 32 2 201812
Eteri.konjaria@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.05.2016-სთვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ