ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1366 - ფასთა გამოკითხვა ელექტრო გაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის შიდა ელექტრო გაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გულუას გამზირი N22.

სამუშაოების შესრულდება დამკვეთის მასალით.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ შესასრულებელი სამონტაჟო სამუშაოების მოცულობა და შესრულების ვადები.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და  ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 18 მაისის 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ  ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 595 33 44 24; საკონტაქტო პირი ლევან ლაბაძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ