ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1367 - ტენდერი ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე გვირაბისა და ჰესის ნაგებობების დროებითი გარე ელექტრომომარაგების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე გვირაბისა და ჰესის ნაგებობების დროებითი გარე ელექტრომომარაგების მოწყობაზე (სიმძლავრის გაზრდა 5090 კვტ-დან 5590 კვტ-მდე).

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ:

  • სამუშაოს შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
  • სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 30.05.2016
  • ობიექტზე ცხოვრების ხარჯები: ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს პერსონალის დაბინავების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები.
  • სამუშაოების პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
  • ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
    ა. ტექნიკური დავალება;
    ბ. მასალა-მოწყობილობების სპეციფიკაცია.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მაისი 18:00.

ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილი უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; + 995 32 291 69 49

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ;
  • ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • შესასრულებელი სამუშაოს მეთოდოლოგია და დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ