ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T1369 - ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ფასთა გამოკითვას ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის შესახებ.

ტრანსპორტირება იყოფა ორ ეტაპად:

ეტაპი #1 - ტრანსპორტირება ქ. ტყიბულიდან (საქართველო), ქ. პოლისე (პოლონეთი):

  • ტრანსპორტირების დაწყების (დატვირთვის) თარიღი - 19.05.2016;
  • ტრანსპორტირების დასრულების თარიღი - არაუგვიანეს 30.05.2016;
  • ტვირთის სახეობა - ქვანახშირი;
  • ტვირთის წონა - 88 ტონა;
  • დაფასოება - „ბიგ ბეგი“.

აუცილებელია 4 (ოთხი) მანქანა: სასურველია ზედა ან გვერდითი დატვირთვა. სასურველია ტრანსპორტირება გადატვირთვების გარეშე.

ეტაპი #2 - ტრანსპორტირება ქ. პოლისე (პოლონეთი) - ქ. ტყიბული (საქართველო):

  • ტრანსპორტირების დაწყების თარიღი - 2-3 სამუშაო დღე პირველი ეტაპის დასრულებიდან;
  • ტვირთის სახეობა - გადამუშავებული ქვანახშირი;
  • ტვირთის წონა - 44 ტონა;
  • დაფასოება - „ბიგ ბეგი“

აუცილებელია 2 (ორი) მანქანა: სასურველია ზედა ან გვერდითი დატვირთვა. სასურველია ტრანსპორტირება გადატვირთვების გარეშე. 

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს: 

  • შემოთავაზებული მომსახურეობის ღირებულება; (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშსწორება იწარმოებს თითოეული ეტაპის სრულად დასრულების შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე).
  • მოძრაობის სავარაუდო მარშრუტი ორივე ეტაპისთვის;
  • თითოეული ეტაპის შესრულების სავარაუდო ვადა.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით); 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 18 მაისის 13:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 09 12 10, საკონტაქტო პირი დავით ლორია; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ