ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T137 - ტენდერი საბურავების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვაზე.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს მომსახურების თანხას (საბურავების მოხსნა, დაყენება და ბალანსირება)

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.


მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.

მიმწოდებელმა დეტალურ შეთავაზებაში უნდა მიუთითოს საგარანტიო მომსახურების ვადები

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა დეტალურ შემოთავაზებაში უნდა მიუთითონ ყველა ბრენდის საბურავის და შესაბამისი საბურავის ზომების ფასები.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება ქარხნული წუნით მოწოდებულ საბურავზე და შეცვალოს წუნიანი საბურავი ახალით, იგივე ტიპის საბურავით ან აანაზღაუროს აღნიშნულ საბურავში გადახდილი თანხა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა პროდუქციის ჯამური ფასი ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში ლარებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ, ხოლო დეტალური ფასები კონკრეტული ბრენდის და ზომების მიხედვით (რომელსაც ითვალისწინებს მოცემული ტენდერის დეტალური აღწერა) უნდა აიტვირთოს დოკუმენტაციის სახით.

გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის პერიოდით
  • თანხის გადახდა მოხდება საბურავების მოწოდების, მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 07 ივლისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის საბურავების შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=297&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".

შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.