ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1372 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • საკანცელარიო საქონლის შესყიდვა, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.
  • ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტი (დანართი N2), რომელიც არ იქონიებს გავლენას გამარჯვებულის ფასის გამოვლენაზე. დანართი N2 წარმოადგენს საქონლის ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს შემსყიდველი დანართი N1-ით გაუთვალისწინებელი საქონლის შესყიდვისას.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ)ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით(დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • პრეისკურანტი (დანართი N2).

შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 30 მაისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე).
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, თამუნა მუჯირი მობ: 577040505, ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ