ჩაბარების ვადა:

23 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1373 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურებზე სარეკლამო, ბრენდირების მასალებისა და მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურებზე სარეკლამო, ბრენდირების მასალებისა და მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.

ტენდერი იყოფა სამ ლოტად:

  • ლოტი #1: შპს ნეოგაზი-ს ავტო გაზგასამართი სადგურების მარკეტინგული გადაფუთვა;
  • ლოტი #2: შპს ნეოგაზი-ს ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის სარეკლამო მანიშნებლების დამზადება, მონტაჟი;
  • ლოტი #3: ნეოქარდის ორგმინის დაფების (21*29.5 სმ) დამზადება.

სამუშაოების მოცულობები, სპეციფიკაცია და ჩატარების ადგილმდებარეობა თითოეული ლოტისთვის გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge უნდა დაადასტურონ ტენდერში მონაწილეობის სურვილი, რის შემდეგაც მათ გადაეგზავნებათ დიზაინის ფაილები.

ლოტი N1-ის შემთხვევაში სასურველია კომპანიებმა მოახდინონ ვიზიტი თითოეულ ავტო გაზგასამართ სადგურზე ტერიტორიის დათვალიერებისა და სიტუაციის შეფასების მიზნით.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა/პროდუქციის ღირებულება ლოტის სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (შესაძლებელი იქნება სამუშაოების ეტაპობრივად შესრულება ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად).
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები);

დამატებითი მოთხოვნები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა, ტენდერისა და ლოტის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 23 მაისის 17:00 საათამდე.

გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 30%; შესრულების ვადა - 20%; ანალოგიური გამოცდილება - 25%; საგარანტიო პირობა - 15% გადახდის პირობები - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 67 14 14. საკონტაქტო პირი ესმა ჩაჩანიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ