ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1378 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურებზე დაშვების სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართ სადგურებზე დაშვების სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თაობაზე.

შესყიდვის ობიექტის სრული სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მასალების ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯების გათვალისწინებით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის, წარმომავლლობისა და საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 20 მაისის 17:00 სთ-მდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური წინადადება და შემოთავაზებული პროდუქციის სპეციფიკაცია - 20%; საგარანტიო პირობები - 20%; შესრულების ვადა - 10 %; გადახდის პირობა - 10%.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 11 70 47, საკონტაქტო პირი - გიორგი ბეჟუაშვილი; 599 09 56 21, საკონტაქტო პირი - გელა გეგეჭკორი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ