ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1384 - ტენდერი აუდიტორულ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ვესტ საიდ ჯგუფი აცხადებს ტენდერს აუდიტორულ მომსახურებაზე.

ტენდერის პერიოდი 17.05.16 დან 31.05.16

ობიექტის მდებარეობა ქ. თბილისი.

ტექნიკური დავალება:

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების, ფულადი საშუალებების და სხვა ქონების: რაოდენობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების (საბალანსო) მონაცემების დადგენა; 
  • ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბალანსო) მონაცემების შედარება და შედეგების გამოყვანა - დანაკლისის ან/და ზედმეტობის გამოვლენა.
  • ზედმეტობის გამოვლენის შემთხვევაში ბალანზე ასაყვანი ღირებულების განსაზღვრა.
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხისთვის შესაბამისი დასკვნისა და დოკუმენტის მომზადება და აღმოჩენილი შეცდომების გასწორება.

შესასრულებელი მომსახურების მუცულობა შეადგენს 2012-2016 წლებს.
წლიური საშუალო ბრუნვა 1 300 000 ლარი

აუდიტორული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტების, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
  • იმ შემთხვევაში თუ, აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნის ან მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მომსახურების მიმღებმა მიიღო ზიანი, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული პასუხისმგებლობა დაეკისრება აუდიტორს;
  • წარმოდგენილი ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდეს მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • აუდიტორული საქმიანობის სერთიფიკატი
  • აუდიტორული საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
  • რეკვიზიტები - კომპანიის დასახელება, საინდიფიკაციო ნომერი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო პიროვნება, ნომერი, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.
  • შემოთავაზება უნდა მოგვაწოდოთ ფასებით და შესრულების ვადების მითითებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება არაუგვიანეს 2016 წლის 31 მაისის 18:00 საათისა. შემდეგ ელ. ფოსტაზე: maikokartvelishvili120180@gmail.com

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
მაია ქართველიშვილი
ტელ: (+995) 599 87 75 54
ელ. ფოსტა: maikokartvelishvili120180@gmail.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ