ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1394 - ფასთა გამოკითხვა ადმინისტრაციულ შენობაში თერმული მინის მოაჯირის მოწყობასა და სხვადასხვა მინის პროდუქტის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადმინისტრაციულ შენობაში თერმული მინის მოაჯირის მოწყობასა და სხვადასხვა მინის პროდუქტის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე.

სამუშაოები განხორციელდება შემსრულებლის მასალით.

ლოტი #1:

  • თერმული მინის განზომილებები:
       * სიგრძე - 62 მეტრი;
       * სიმაღლე - 70 სმ;
       * სისქე - 10 მმ.
  • მოაჯირის პარაპეტი არის მარმარილოთი მოპირკეთებული.
  • შუშა უნდა დამონტაჟდეს ალუმინის პროფილზე.

დიზაინის ნიმუში გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

ლოტი #2:

  • მინის ტიხარი საშხაპისთვის 1.6X2.20 – 4 ცალი;
  • მინის კარი საშხაპისთვის 0.80X2.2 – 6 ცალი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14 შენობის დასათვალიერებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვისა და ლოტის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 მაისის 17:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 599 88 55 75; საკონტაქტო პირი გიორგი ბერიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ