ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2016, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T1396 - ტენდერი ავეჯის დამზადებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შემოთავაზებების წარმოდგენის განახლებული ვადაა 2016 წლის 6 ივნისი, 12:00 საათი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, პროექტის - „მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში იწვევს ორგანიზაციებს ავეჯის დამზადებასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს დასამზადებელი ავეჯის სპეციფიკაციისა და შესავსები უწყისის (ავეჯის ჩამონათვალი - შესავსები) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ–გვერდიდან.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 220 42 83 -111 (შიდა ნომერი) ან 220 42 83 -110 (შიდა ნომერი).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით.

ფასის განაცხადი:

  • შევსებული უწყისი – ხარჯთაღრიცხვა.

თანხის გადახდის პირობები:

  • მომსახურების ანაზღაურება მოხდება დამზადებული ავეჯის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ სამუშაო დღეში.

მომსახურების გაწევის ვადები: 8 - 17 ივნისი, 2016 წელი

  • ავეჯის მიწოდება და აწყობა უნდა მოხდეს მომწოდებლის მიერ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თბილისის ქუჩა, მე-10 ჩიხი N5

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც „ავეჯის დამზადება“, ისე ორგანიზაციის სახელწოდება.

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური და ფასის განაცხადი უნდა იქნას ცალ-ცალკე კონვერტით წარმოდგენილი (თითოეული კონვერტი უნდა იყოს ბეჭდით დალუქული); ფასის კონვერტში ხელმისწავდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიაც CD-ზე ჩაწერილი.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2016 წლის 6 ივნისი, 12 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.