ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2016, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T1399 - ტენდერი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შემოთავაზებების წარმოდგენის განახლებული ვადაა 2016 წლის 6 ივნისი, 12:00 საათი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, პროექტის - „მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში საჭირო საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის შეძენის მიზნით, იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს, სპეციფიკაციისა და შესასყიდი ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ–გვერდიდან (შენიშვნა: გთხოვთ, ფასის შემოთავაზებისას არ შეცვალოთ ჩვენს მიერ მომზადებული შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა; რომელიმე პოზიციის გამოტოვების შემთხვევაში, გთხოვთ, ის ნაწილი დატოვეთ ცარიელი).

შესასყიდი ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. 

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);

ფასის განაცხადი:

  • შევსებული უწყისი – ხარჯთაღრიცხვა.
  • თითოეულ ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე საგარანტიო პირობები.

თანხის გადახდის პირობები:

  • საქონლის ღირებულების ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ სამუშაო დღეში.

მომსახურების გაწევის ვადები: 8 - 17 ივნისი, 2016 წელი

  • ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიწოდება და დამონტაჟება უნდა მოხდეს მომწოდებლის მიერ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თბილისის ქუჩა, მე-10 ჩიხი N5.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც „ელექტრო ტექნიკა“, ისე ორგანიზაციის სახელწოდება. 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2016 წლის 6 ივნისი, 12 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.