ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1415 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შეძენაზე.

საქონლის დეტალური სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და შემსყიდველისათვის მიწოდების ხარჯებს.
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის წინასწარი შეკვეთის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.ფშაველის გამზ.45, სათავო ოფისში და რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში:მცხეთა, საგარეჯო, გურჯაანი, ბორჯომი, დუშეთი, მცხეთა, მარნეული, გარდაბანი, ჭიატურა, ზესთაფონი, სამტრედია,ბაღდათი, ვანი.
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე ყოველთვიურად შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთის შესაბამისად სრულად დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება.

 ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერზე წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილებისა და პარტნიორების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები;
  • ანგარიშსწორების პირობები (კონსიგნაციის პერიოდი, ფასების დამოკიდებულება ვალუტის კურსთან და ა.შ.);
  • წინადადება ფასებზე თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით;

დამატებითი ინფორმაცია კანდიდატისათვის:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 (თორმეტი) თვის ვადით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებამდე დამრგვალებულად.
  • პრიორიტეტი მინიჭებული იქნება კანდიდატს, რომელიც შეუძლია მიაწოდოს საქონელი სრულად, მაგრამ განიხილება ცალკეული ლოტების ფასიც;
  • სატენდერო წინადადების ამობეჭდილი, ხელმოწერილი დოკუმენტის სახით ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი 16:00 საათი, მისამართზე ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 45, მე-15 სართული. სატენდერო წინადადების ელექტრონული ვერსია უნდა გაეგზავნოს მისამართზე nkharatishvili@gh.ge.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე”
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ