ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1417 - ტენდერი მიწის სამუშაოებისა და ტერიტორიის გამწვანების მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მიწის სამუშაოებისა და ტერიტორიის გამწვანების მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე.

შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდებარეობა: საქართველო, ამბროლაურის რაიონი სოფ. სადმელი. რაჭა ჰესის მიმდებარე ტერიტორია.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა:

  • მოლისთვის საჭირო გრუნტის მოჭრა, ტრანსპორტირება ზემოთ მითითებულ მისამართზე - 1400 კუბ. მეტრი;
  • გრუნტის გაშლა პროფილირება მექანიზმით - 1400 კუბ. მეტრი;
  • მოლის დათესვა - 7000 მ2;

აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 60%; გადახდის პირობები - 30%; ანალოგიური გამოცდილება - 10%;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ