ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1422 - ტენდერი სპეც-დანიშნულების შენობის პროექტის მომზადებასა და მშენებლობის მართვა-მონიტორინგის სამუშაოებთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს კონკურსს 3000 მ2 ფართობის სპეც-დანიშნულების შენობის, საკასო ცენტრის, სრული პროექტის მომზადებასა და ამავე პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მართვა-მონიტორინგის სამუშაოებთან დაკავშირებით.

I ეტაპი:
(27 მაისი - 15 ივნისი)

კონკურსში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ სამი რეკომენდაცია);
  • ფინასური ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში;
  • შესრულებული პროექტების და დამკვეთების ნუსხა;
  • შესრულებული პროექტების ვიზუალური მასალა;
  • სამოტივაციო წერილი;

კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსანტების გამოცდილების შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებს.

II ეტაპი:
(20 ივნისი - 15 აგვისტო)

  • I ეტაპში შერჩეულმა კანდიდატებმა ბანკთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მომზადონ საპროექტო შენობის გენერალური გეგმა დამკვეთის მიერ მოწოდებული ტოპოს ბაზაზე, კონცეფცია და სართულების გეგმები (2-3 სართული), მოცულობები, ვიზუალიზაცია (სამუშაო კონცეფტუალური ვარიანტი)
  • კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტისა და III - IV ეტაპით გათვალისწინებული დამატებითი პროექტებისა და სამუშაოების სრული სავარაუდო ბიუჯეტი (მათშორის კონკურსანტი კომპანიის ანაზღაურება)
  • მნიშვნელოვანია რომ შენობა ფუნქციონალურად იყოს სწორად დაგეგმარებული, პროექტის განსახორციელებელი ხარჯები მაქსიმალურად ოპტიმიზირებული.
  • მომზადებული საკონკურსო მასალების განხილვის შემდეგ ბანკის მიერ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

III ეტაპი:
(15 აგვისტო - 20 დეკემბერი)

1. კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ ბანკის მოთხოვნებისა და კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოამზადიოს:
  • გენგეგმა, საპროექტო ტერიტორიოს მოკვლევის საფუძველზე.
  • ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი.
  • პროექტის არქიტექტურული ნაწილის სრული პროექტი (გეგმები, ფასადები, ინტერიერისა და ექსტერიერის ვიზუალიზაცია)
  • კონსტრუქციული ნაწილი.
  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და კალენდარული გრაფიკი.
  • მოამზადოს კომუნიკაციების პროექტები (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა, ელ-მომარაგება)
  • ხანძარქრობის და საგანგაშო სისტემის პროექტი.
  • სიგნალიზაციის სისტემები, სათვალთვალო კამერები.
  • სუსტი დენების ქსელის პროექტი.

2. შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან შეათანხმოს და მიიღოს მშენებლობის ნებართვა, შეთანხმების პროცესში მერიის მოთხოვნების შესაბამისად შეასრულოს პროექტის კორექტირება და არქიტექტურის სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი დოკუმენთაციის მომზადება მიწოდება)
3. ბანკთან შეთანხმებით მოამზადოს და შეათანხმოს პროექტთან დაკავშირებული ყველა თანმდევი დამატებითი პროექტი შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან, მიიღოს მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებართვები.
4. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას ევალება გარე კომუნიკაციებზე დაერთების პროექტების მომზადება შესაბამის ორგამიზაციებთან შეთანხმებით (მოსაკრებლების გადახდას უზრუნველყოფს ბანკი).
5. II ეტაპში მოცემული საბიუჯეტო თანხების დეტალიზაცია და ხარჯთაღრიცხვის მომზადება, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოვებული რეალურად გასაწევ ხარჯებთან.

IV ეტაპი:
(2017 წლის 25 თებერვალი - 20 დეკემბერი)

  • პროექტში გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალების მომწოდებლების მოძიება.
  • საავტორო ზედამხედველობა შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.
  • სამშენებლო კომპანიისა და ბანკის სხვა გარე კონტრაქტორების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, მათი გრაფიკის დაგეგმვა, მონიტორინგი, ბანკის ინფორმირება სამუშაო გრაფიკებთან და პროგრესთან დაკავშირებით.
  • მუშა ნახაზების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი კვანძების დეტალების გამოხაზვა, რაც თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული.
  • მშენებლობის პროცესში ტექნიკური მიზეზების გამო ან ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროექტის კორექტირება, შეიტანოს ცვლილებების პროექტში და ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში შეათანხმოს შესაბანის სახელწიფო სამსახურებთან.
  • მშენებლობის პერიოდში აღმოფხვრას ყველა ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც მშენებლობის ტემპზე და დასრულების ვადებზე იქონიებს გავლენას.
  • აწარმოოს ხარჯვითი ნაწილის მონიტორინგი.
  • ყოველკვირეულად მიაწოდოს ბანკს ინფორმაცია მშენებლობის მიმდინარე პროგრესის შესახებ. 

სხვა ვალდებულებები:

  • ყველა ეტაპზე მომზადებული პროექტების ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები გადასცეს ბანკს მომზადებისთანავე.
  • საავტორო უფლებები დათმოს ბანკის სასარგებლოდ, მისცეს ბანკს (ან ბანკის თანამშრომელს) უვადო მინდობილობა (ნებართვა) შენობის ან პროექტების ნებისმიერი სახით კორექტირების, მიშენება-დაშენების, დემონტაჟის თაობაზე.
  • II ეტაპში მონაწილე კომპანიები ვალდებულები არიან ხელი მოაწერონ კონფედენციალურობის ხელშეკრულებას და დაიცვან მასში მოცემული ყველა პუნქტი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისათვის საჭიროა, 15 ივნისამდე, მხოლოდ I ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვა ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 595599030 გენადი აფციაური

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=592&lang=geo